სწორი დემოკრატია, ანუ ხალხის, ერის, ღვთის ერის ძალაუფლება ზუსტად ეკლესიაშია. დემოკრატია მაგას ნიშნავს, დემოს – ხალხი და კრატოს – ძალაუფლება. ხალხიდან ხდება გამორჩევა, მაგრამ არა იმ ყალბი არ არჩევნებით, არამედ სულიერი და ზნეობრივი ცხოვრების წესით. მრევლი ხომ ხედავს, ვინ როგორ ცხოვრობს, ვინ რა წესით, ვინ იცავს მცნებებს, ვინ არ იცავს, ვინ მლოცველია, ვინ მმარხველია და აქედან ხდება სასულიერო პირის გამორჩევა. ჩვენთან ტარდება ხოლმე ის გაყალბებული არჩევნები, როგორც იციან ხოლმე ყველგან. მთელ მსოფლიოში შეუძლიათ გაყალბება. ამერიკაში ხომ გააყალბეს და თუკი ამერიკა დემოკრატიის ისეთი შუქურაა, იქ აყალბებენ არჩევნებს, პრეზიდენტის არჩევნებს, სხვაზე რაღა ვთქვა? ჩვენთან [ეკლესიაში] არ ხდება ეს გაყალბება. რატომ? იმიტომ, რომ თქვენ თვალწინ იზრდება ის ადამიანი, თქვენ შორის დადის.
მეუფე იოანე