თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

თბილისის კინოფესტივლის ფარგლებში 90-წამიანი ფილმების კონკურსი DEPICT! ჩატარდა

Facebook

თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ფარგლებში, 90-წამიანი ფილმების კონკურსი DepicT! ჩატარდა. 

კონკურსი ბრისტოლის კინოფესტივალთან (Encounters) და ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით გაიმართა. კონკურის მიზანია, აღმოაჩინოს ახალბედა რეჟისორები, რომლებიც ორიგინალობითა და მდიდარი წარმოსახვის უნარით გამოირჩევიან. 2021 წლის დეპიქტის ჟიურის წევრები არიან: მსახიობი და ჟურნალისტი თინა ლაღიძე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეფილმების გაერთიანების მთავარი პროდიუსერი გოჩა ჟორჟოლიანი, რეჟისორი და თბილისის კინოფესტივალის პროგრამის კოორდინატორი ელენე მიქაბერიძე.

წლევანდელ პროგრამაში 42 მოკლემეტრაჟიანი ფილმი მოხვდა, რომლიდანაც ჟიურის წევრებმა სამი გამოარჩიეს. 

I ადგილი – მთის სიმღერა, რეჟ. ნატა სოფრომაძე

II ადგილი – ომის ქრონიკები, რეჟ. ვახტანგ ქანთარია

III ადგილი – თამაში, რეჟ. გვანცა სარაშვილი

პირველადგილოსან რეჟისორს ბრისტოლის საერთაშორისო ფესტივალის საგზური გადაეცა. მეორე და მესამე ადგილზე გასული ფილმის ავტორებს ფულადი ჯილდოები შეხვდათ.

კომენტარები