ინფლაცია აშშ-ში

აშშ-ში ინფლაციის დონე 40-წლიან მაქსიმუმზეა

აშშ-ში 2021 წლის ნოემბრის ინფლაციის დონემ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.8% შეადგინა, რაც 1982 წლის შემდეგ ფასების ზრდის რეკორდულიმ მაჩვენებელია.

მიმდინარე წლის ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით ინფლაცია 0.8%-ით, ხოლო ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით 0.9%-ით გაიზარდა.

უკვე მიყოლებით მეექვსე თვეა, რაც აშშ-ში ფასები იზრდება, ფასების ყველაზე მაღალი ზრდა შეინიშნება გაზის და საკვები პროდუქტების სექტორებში.

ბენიზინის ფასი ნოემბერში 58%-ით გაიზარდა, რაც 1980 წლის შემდეგ ყველაზე მკვეთრი ზრდაა.

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ინფლაციის დონე დღევანდელ რეალობას არ ასახავს.

"ეს არ ასახავს მოსალოდნელ ფასების შემცირებას მომავალ კვირებსა და თვეებში, მაგალითად, ისეთ ბაზრებში, როგორიცაა  ავტომანქანების ბაზარი". - თქვა ბაიდენმა.

ინფლაციის მაღალი დონე აშშ-ში ხშირად ხდება კრიტიკის საგანი, თუმცა, თეთრი სახლის თანახმად, ინფლაცია გარდამავალია და პანდემიის ეფექტითაა გამოწვეული.

 

კომენტარები