თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

თბილისის კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია

Tabula

თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია. 
ფესტივალის მთავარი ჯილდო, ოქროს პრომეთე სოსო ბლიაძის სადებიუტო ფილმს, ოთარის სიკვდილს გადაეცა. 

თბილისის კინოფესტივალის გამარჯვებულთა სრული სია ასე გამოიყურება:

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი

ოთარის სიკვდილი – რეჟ. სოსო ბლიაძე

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი

დიდება დედოფალს – რეჟ. თათია სხირტლაძე

მოთვინიერება – რეჟ. სალომე ჯაში

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი

ტვირთი – რეჟ. მირანდა ნამიჭეიშვილი

მოკლემეტრაჟიანი ფილმი, განსაკუთრებული აღნიშვნა

პაპანაქება – რეჟ. თორნიკე გოგრიჭიანი

სასტუმრო მირაჟი – რეჟ. გიორგი ბაქრაძე 

სრულმეტრაჟენი ფილმი, განსაკუთრებული აღნიშვნა

სველი ქვიშა – რეჟ. ელენე ნავერიანი

განსაკუთრებული აღნიშვნა, მსახიობი ქალი

მარინე ყუბანეიშვილი – რატომ ვართ ერთად?

განსაკუთრებული აღნიშვნა, მსახიობი კაცი

ლევან თედიაშვილი – მეოთხე ბრაიტონი

ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მთავარ ფესტივალზე 60-ზე მეტი ფილმის ჩვენება გაიმართა, მათ შორის ქართულ პანორამაში წარმოდგენილი იყო 9 მხატვრული სრულმეტრაჟიანი, 9 დოკუმენტური სრულმეტრაჟიანი და 18 მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი.

ფესტივალის ფარგლებში კინოკრიტიკოსთა კონკურსი წერე ქართულ კინოზე გაიმართა, რომლის გამარჯვებულმა ბერლინის კინოფესტივალის საგზური მიიღო. მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტებს ფულადი ჯილდოები შეხვდათ.

ფესტივალი ოფიციალურად დასრულდა, თუმცა მაყურებელს კიდევ ერთი დღე ექნება ფილმების სანახავად. კვირას, 12 დეკემბერს, კინოფესტივალზე წარმოდგენილი სურათების განმეორებით ჩვენება შედგება. განრიგს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
 

კომენტარები