ქართული ოცნება

"ჩვენი დედაქალაქის გულშემატკივარი" – კალაძე ღარიბაშვილზე

"მინდა სცენაზე მოვიწვიო საქართველოს პრემიერმინისტრი, ჩვენი დედაქალაქის გულშემატკივარი, თავისი ლამაზი ოჯახით, ირაკლი ღარიბაშვილი". – ასე წარადგინა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე.

საქართველოს პარლამენტის წინ დღეს, 10 დეკემბერს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად საზეიმო კონცერტზე ნაძვის ხე აანთო.

ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ 2021 წელი საკმაოდ რთული იყო, თუმცა, პრემიერის აზრით მმართველმა გუნდმა ბევრი საქმე გააკეთა და ქვეყანა "დაამშვიდა".

კომენტარები