ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა

თურნავა ტიკარაძეზე: საკადრო გადაწყვეტილებების უკან ნუ ეძებთ სკანდალურ კონტექსტს

არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა და ზოგადად, ჩვენ მთავრობაში საკადრო გადაწყვეტილებების უკან ნუ ეძებთ მედია სკანდალურ კონტექსტს. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. მე, რა თქმა უნდა, უარვყოფ, რომ არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. სამთავრობო გუნდის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს პრემიერი, ჩემთვის ცნობილი არაა, რომ უახლოეს პერიოდში რაიმე სხვა იგეგმებოდეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომაზე. 9 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ის რჩება მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს წევრად და ჯანდაცვის სფეროსთვის მუშაობას ამ პლატფორმიდან გააგრძელებს. 

კომენტარები