პოლიტიკური კრიზისი

მელია აქციებზე: ნახევარი ნაბიჯით არ აქვთ გათვლილი, წინ რა ხდება, არ იშლები და სად ვარდები?

საპროტესტო მოძრაობას რესურსებიც სჭირდება, გაძლიერება. მე ამას არ ვმალავ, არ მერიდება, ყველა სახის რესურსს ვგულისხმობ. პიკი და კულმინაცია ამ საპროტესტო მოძრაობას ექნება. ხან იქნება აღმავალი, ხან იქნება ტალღებად, მაგრამ, მნიშვნელოვანია, იყოს მზარდი.  

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ივანიშვილისთვის ნიშნავს, რომ რეჟიმის ცვლილება ხდება დაუყოვნებლივ. [...] აქაც რეალობას ვუსწორებ მე თვალს და მიხარია, რომ როდესაც ამაზე საჯაროდ ვსაუბრობ, სულ უფრო ბევრი და ბევრი ადამიანი ამ პოზიციას იზიარებს. მე შემიძლია, სხვაგვარად ვისაუბრო, ვასიამოვნო ადამიანები, რომლებსაც რადიკალური ნაბიჯების გადადგმა სურთ, მაგრამ ეს არ იქნება პასუხისმგებლიანი ნაბიჯი. [...] 30 წელი რომ გავიდეს, ყოველთვის მივიღებ ადამიანებისგან ამ წუხილს, რომ 14 ოქტომბერს რომ არ დაგეშალა, რამე შეიცვლებოდა... არა, 14 ოქტომბერს მე რომ სხვანაირად მოვქცეულიყავი, მე ზუსტად ვიცი, რა მოხდებოდა. დღეს მე რომ აქ არ ვიჯდებოდი, გასაგებია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებოდა, რაც კი შესალებელია, წარმოგვედგინა მაშინ. მარტივად, გვამები დაიყრებოდა რუსთაველის გამზირზე. ადამიანები მეუბნებიან - რატომ შლი აქციას, ასეთ ადამიანს ბევრს შევხვედრივარ სხვადასხვა აქციაზე, მიხარია, რომ 10-დან 8 ადამიანი, როდესაც ჩემს არგუმენტს ისმენს, რწმუნდება ამ გეგმის სისწორეში. ნახევარი ნაბიჯით არ აქვთ გათვლილი, წინ რა ხდება. არ იშლები და სად ვარდები? 

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია კავკასიის ეთერში საუბრისას.

კომენტარები