პოლიტიკური კრიზისი

წერეთელი ოლსონზე: პირველად არ გვესმის პარტნიორებისგან, რომ მთავრობა ძირს უთრის დემოკრატიას

 ჩვენ პირველად არ გვესმის აშშ-ს და სხვა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მაღალჩინოსნების მხრიდან განცხადებები იმის თაობაზე, რომ ის ვითარება, რაც არის საქართველოში, ის ნაბიჯები რაც არ გადადგა ხელისუფლებამ, სასამართლო რეფორმის, პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების ასევე საარჩევნო რეფორმის თვალსაზრისით ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესს, შესაბამისად არ არის არანაირად თანხვედრაში იმ ყველაფერთან, რის გამოც ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ს ან გვინდა ევროკავშირის ნაწილი ვიყოთ, თუ ამას შეგნებულად არ აკეთებ, მაშინ ტყუილია, რომ დასავლეთისკენ მიდის საქართველო და ჩვენ სამწუხაროდ ამ პროცესის მომსწრენი ვართ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ნიშნავს იმას, რომ ალიანსში ხარ რუსეთთან, რაც არის ძალიან მძიმე რეალობა, რომელიც დღესდღეობით არის საქართველოში.

თქვა ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავჯდომარემ გიგი წერეთელმა. საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ერიკა ოლსონმა Foreign Policy-ის ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ს აღელვებს ის ფაქტი, რომ ხელისუფლება საკუთარი ქმედებებით ძირს უთხრის ისეთ დემოკრატიულ პროცესებს, როგორიცაა საარჩევნო და სასამართლო რეფორმა.

კომენტარები