ქართული ოცნება

ოხანაშვილი სააკაშვილზე: რევოლუცია რომ ვერ გამოსდით, შემდეგ არ ხდება შერიგებაზე საუბარი

ამბობდნენ, "ქართული ოცნების ხელისუფლება უსუსურია, უუნაროა", "ნიკანორ მელიას ვერ დააკავებენ", "მიხეილ სააკაშვილს ვერ დააკავებენ", მაგრამ აღსრულდა კანონი და გამოჩნდა, ვინ არის მხდალი და ვინ ასრულებს საქართველოში კანონებს. 

ამ სცენარის ავტორებს ახლა სურთ, რომ გვესაუბრონ შერიგებაზე. თუ ვინმეს სურდა შერიგებაზე საუბარი, ჯერ ერთი, ეს ამ ფორმით არ ხდება – საქართველოში დანაშაულის ჩადენის გზით ჩამოსვლით და რევოლუცია რომ ვერ გამოსდით, შემდეგ არ ხდება შერიგებაზე საუბარი. პირიქით, თუ ვინმეს რამე შერიგებაზე სურდა საუბარი, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოქალაქეებისთვის უნდა მიემართათ, იმ ასი ათასობით მსხვერპლისთვის და დაზარალებულისთვის, რომლებსაც ბოდიშსაც კი არ უხდიან. 

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ნათქვამს, რომელიც ხელისუფლებას შერიგებისა და საყოველთაო ამნისტიისკენ მოუწოდებს

კომენტარები