დაკარგული მოზარდი

გორში დაკარგული 12 წლის გოგო პოლიციამ ბათუმში იპოვა

ტაბულა

გორში დაკარგული 12 წლის გოგო იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ არასრულწლოვნის ადგილსამყოფელს ბათუმში მიაგნო. მოზარდი თავს კარგად გრძნობს.

არასრულწლოვანის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გრძელდება, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ინტერპრესნიუსის ცნობით, 12 წლის გოგოს ძებნა ოჯახის წევრებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ის გაკვეთილების დასრულების შემდეგ, სახლში არ დაბრუნდა.

კომენტარები