ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 9 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 9 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ვეძისის დასახლების, გოთუას, დემეტრე თავდადებულის, შაქარაშვილის და ცხაკაიას ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იმედაშვილის, არდაზიანის, ზემო ვეძისის, ჩერქეზიშვილის, ვაზისუბნის, ისაკაძის, სახოკიას, შარტავას ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოხუას და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვანის და კედიას ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის, მაისურაძის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, მონადირის, ავშნის და ფირცხალავას ქუჩების მოსახლეობას.

14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ხუდადოვის და ახალმოწამეთა ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხიზაბავრის და ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები