კორონავირუსი საქართველოში

ჩხაიძე: ქვეყნისთვის დეკემბერ-იანვარი 2-წლიანი პანდემიის განმავლობაში ყველაზე მძიმე იქნება

წინ გვაქვს ზამთრის პერიოდი და რესპირაციული ვირუსული ინფექციების მატება. გვაქვს გრიპის შემთხვევების მატების მოლოდინი. ასევე, მოლოდინი, რომ ქვეყანაში, დაფიქსირდება ახალი მუტაცია, რომელიც კიდევ უფრო გაართულებს მდგომარეობას. ამიტომ, დეკემბერ-იანვარი იქნება, თითქმის 2-წლიანი პანდემიის მიმდინარეობისას, ქვეყანაში ყველაზე მძიმე და ყველაზე სერიოზული გამოცდა, ვინაიდან ასეთი რეალური საფრთხეები წინა ანალოგიურ პერიოდში ნამდვილად არ ყოფილა.

უახლოესი თვეების განმავლობაში, პერსპექტივა იმისი, რომ საქართველომ ვაქცინაციით მოახერხოს პოპულაციური იმუნიტეტის შექმნა, სამწუხაროდ, არ გვაქვს. ყველაფერი, რაც კეთდება, შედეგიანია, მაგრამ არასაკმარისი იმისათვის, რომ ჩვენ სწრაფად მივიღოთ მოსახლეობის 60%-იანი მოცვა, რაც მინიმუმ გვჭირდება იმისთვის, რომ განვაცხადოთ, ქვეყანაში პანდემია კონტროლს ექვემდებარება.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდსტიაციაზე საუბრისას. 

კომენტარები