გერმანია

ოლაფ შოლცი გერმანიის კანცლერი გახდა

გერმანიის პარლამენტმა ოლაფ შოლცი კანცლერად დაამტკიცა. შოლცს პარალემნტის 395 წევრმა დაუჭირა მხარი, 306 მის წინააღმდეგ მისცა ხმა. შოლცმა ანგელა მერკელს 16 წლიანი მმართველობის შემდეგ ჩაანაცვლა. ის გერმანიის ახალ სამპარტიულ კოალიციურ მთავრობას გაუძღვება. შოლცის სოციალურ-დემოკრატიულ პარტიასთან ერთად სამთავრობო კოალიციაში მწვანეთა პარტია და თავისუფალი დემოკრატიული პარტია არიან.

ახალი მთავრობის პირველი პრიოტიტეტი კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავება იქნება. ბოლო 24 საათში გერმანაიში კორონავირუსის 69 601 ახალი შემთხვევა აღირიცხა და გარდაიცვალა 527 ადამიანი, რაც გასული ზამთრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ახალ კანცლერს და მწვანეთა ლიდერ ანალენა ბერბოკს, ვინც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციას დაიკავებს, მოუწევთ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების აქტიურობას უპასუხონ. თანამდებობის დატოვებამდე ანეგლა მერკელი აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და იტალიის ლიდერებთან რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ერთობლივ სტრატეგიაზე შეთანხმდა.

კოალიციურ მთავრობას კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის ამბიციური გეგმა აქვს, რომლის მიხედვითაც გერმანიაში ნახშირის გამოყენება ეტაპობრვიად უნდა შემცირდეს და ყურადღება განახლებად ენერგიაზე გამახვლიდეს.

სოცლაილ-დემოკრატიულმა პარტიამ 26 სექტემბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის ქრისტიან დემოკრატიული ალიანსი დაამარცხა. მწვანეთა პარტია მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო თავისუფალი დემოკრატიული პარტია- მეოთხეზე. არჩევნების შემდეგ სოციალ-დემოკრატებს, მწვანეებსა და თავისუფალ დემოკრატებს შორის კოალიციის ჩამოყალიბებისთვის ორთვიანი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

კომენტარები