იან კელის განცხადებები, რატომღაც ამ ბოლო დროს კიდევ უფრო რადიკალური და მწვავე ხდება, ეს ადამიანი ღია ლობიზმს უწევს ნაცმოძრაობას. არ მგონია, რომ ნაცმოძრაობის პოზიციის ასეთი აშკარა, უაპელაციო მხარდაჭერა, ამ ქვეყანაში ერთ, თუნდაც სიბიექტურად მოაზროვნე ადამიანს დაუტოვებს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ეს ადამიანი ერთ განცხადებას მაინც ობიექტურად აკეთებს.

თქვა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩზე, იან კელიზე. საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი ქართული ოცნების თავჯდომარეს ირაკლი კობახიძეს გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის სიტყვებს, რომ ის არის კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, კელი დეგნანი კი ექსპერტი არ არის. კელის თქმით, კელი დეგნანის მანდატსა და რეპუტაციაზე ხუმრობით ის ყოველთვის წაგებული დარჩება.
6 ოქტომბერს, იან კელი საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამს ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ "სააკაშვილის მაქსიმუმ 5000 კაციან აქციას, წყლის ჭავლით ან მხუთავი აირით დაშლიდა". კელის თქმით, ორივე სააკაშვილი და ღარიბაშვილი, პოლიტიკური სხეულის საწამლავია, ისევე, როგორც ყველა პოლიტიკოსი ჩემს ქვეყანაში, რომლებიც კონფლიქტს და პირად ძალაუფლებას ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებენ.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




