ლარის კურსი

ლარის დოლართან 2.4 თეთრით, ევროსთან კი 3 თეთრით გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 2.43 თეთრით გამყარდა და ხვალინდელი კურსით, ერთი დოლარი 3.0967 ლარი ეღირება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.3.1210 ლარი იყო. 

ევროსთან მიმართებით კი ლარი 3.09 თეთრით გამყარდა და გაცვლითმა კურსმა 3.4993 ლარი შეადგინა, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5302 ლარი იყო.

ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან, რომლის კურსიც 0.2247 ლარს შეადგენს და გამყარდა ფუნტთანაც, რომელიც 4.1037 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 7 დეკემბრიდან შევა.

კომენტარები