KHIDI

კალაძე: კლუბებს მუშაობის უფლება უნდა მიეცეთ, ძალიან მოწესრიგებულები არიან

კლუბებს მუშაობის უფლება უნდა მიეცეთ, იმიტომ რომ ისინი ძალიან მოწესრიგებულები არიან და კონტროლის რეალური შესაძლებლობა აქვთ, ისე ვერ შევა ვერც ერთი ადამიანი, თუ არ ექნება მწვანე პასპორტი. ეს ძალიან კარგია იმ თვალსაზრისით, რომ ბიზნეს გაჩერების შესაძლებლობას არ მივცემთ და ადამიანებსაც კლუბში მისვლისა და გართობის შესაძლებლობა მიეცემათ.

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ 3 დეკემბერს განაცხადა BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ, რომელიც მწვანე პასპორტების ძალაში შესვლის შემდეგ კლუბების გახსნის გადაწყვეტილებას ეხებოდა.

დღეს შრომის ინსპექციამ კლუბი KHIDI 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქვის ბრძანებაც გასცა.

კომენტარები