საახალწლო ბიუჯეტი

კალაძე: საახალწლო ბიუჯეტი სადღესასწაულო ღონისძიებების მასშტაბით განისაზღვრება

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, საახალწლო ბიუჯეტი დედაქალაქში დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიების მასშტაბით განისაზღვრება და წლევანდელი ღონისძიებები, რომლებიც ღია სივრცეში გაიმართება, ყველა ასაკის ადამიანზე იქნება გათვლილი.

"შარშან, საერთოდ არ გვქონდა საახალწლო სოფელი, არსებული პანდემიიდან გამომდინარე, რადგან ძალიან მძიმე მდგომარება იყო. შარშანწინ კიდევ უფრო განსხვავებული რეალობა იყო. შესაბამისად, ბიუჯეტი წლების მიხედვით განსხვავებულია. შარშან ნაკლები იყო, შარშანწინ ცოტა მეტი იყო, წელს შარშანდელზე მეტია და ასე შემდეგ". - თქვა კალაძემ.

თბილისის მერმა მედიასთან ასევე განმარტა, თუ რატომ ვერ ცხადდება ტენდერი საახალწლო ღონისძიებების შესყიდვებზე.

"თუ თქვენ მეტყვით და მირჩევთ, რანაირად შეიძლება მაგალითად, მომღერლები ტენდერის საფუძველზე შევარჩიოთ, უდიდეს მადლობას გადაგიხდით. რა უნდა იყოს ტენდერის პირობები, რის მიხედვით შევარჩიოთ, პირველი თუ მეორე ხმის მიხედვით?" - თქვა კალაძემ.

კომენტარები