KHIDI

"დამირეკეს, ნახევარ საათში მივალთ და დაგილუქავთო" – შრომის ინსპექცია KHIDI-ს დალუქვას გეგმავს

KHIDI

შრომის ისპექცია კლუბ KHIDI-ს დალუქვას გეგმავს, ამის შესახებ კლუბის თანადამფუძნებელმა თამუნა აქსანდერმა ტაბულასთან ისაუბრა.

"დამირეკეს ახლა და მითხრეს, რომ ნახევარ საათში მივალთ და დაგილუქავთო. კიდევ იყო სხვა ღონისძიებები, ამას წინ, 28-ში ჩატარდა ღონისძიება, არც კი დააჯარიმეს, როგორც ჩანს, ალბათ მე მერჩიან". – უთხრა ტაბულას კლუბ KHIDI-ს თანადამფუძნებელმა.

ტაბულა დეტალების გასარვევად ამ დრომდე ცდილობს დაუკავშირდეს შრომის ინსპექციას.

21-თვიანი პაუზის შემდეგ, კლუბმა KHIDI-მა მუშაობას 3 დეკემბერს განაახლა. საკლუბო ღამეზე დასწრება მხოლოდ მწვანე სტატუსის მქონე პირებს შეეძლოთ.

კლუბის გახსნამდე KHIDI-ის წარმომადგენლმა, სოფო ებრალიძემ განმარტა, რომ იმის მიუხედავად, რომ გასახსნელი ობიექტების ჩამონათვალში კლუბები არაა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იხელმძღვანელონ მწვანე პასპორტის სისტემის ამუშავებით და განაახლონ საკლუბო ღამეები.

კომენტარები