კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: არ გამოვრიცხავ, ეტაპობრივად მივიდეთ სავალდებულო ვაქცინაციამდე

ჩვენი მიდგომა არის ლოიალური, მაგრამ, ალბათ, იმ მძიმე ფსიქოემოციური ფონის პერიოდში, როდესაც ჩვენ 2 წელია, პანდემიის პირობებში ვართ და ვიცით, თუ როგორი არის ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა როგორც ფსიქოემოციური, ასევე ეკონომიკური და სოციალური, მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ფაქტორი ერთობლივად იყოს გათვალისწინებული. აქ არ არის მიზანი მხოლოდ სავალდებულო აცრების დანერგვა, არამედ, ასევე მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ სხვა ფაქტორებიც. 

ეტაპობრივად, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ მივიდეთ სავალდებულო ვაქცინაციამდე, თუმცა, ჯერჯერობით არსებობს კიდევ ის რესურსი, რითაც ჩვენ შეგვიძლია, სწორი კომუნიკაციის საფუძველზე მოქალაქეები წავახალისოთ და მივიყვანოთ ამცრელ პუნქტებში.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე რუსთავი 2-თან ინტერვიუში. 

კომენტარები