თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

თბილისის კინოფესტივალზე ანიეს ვარდას რეტროსპექტივა გაიმართება

Little White Lies

თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 5 დეკემბერს, ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმით, მეოთხე ბრაიტონი გაიხსნება

ერთი კვირის განმავლობაში თბილისელი მაყურებელი კინოთეატრ ამირანის ეკრანებზე 60-ზე მეტ უცხოურ და ქართული ფილმს იხილავს. მსოფლიო კინემატოგრაფის უახლეს ნამუშევრებთან ერთად, კინომოყვარულებს ფრანგი დიდოსტატის, ანიეს ვარდას რეტროსპექტივაც ელოდება.

სექციაში აპოლო: კინომეხსიერება ვარდას 8 ნამუშევარია წარმოდგენილი:

1. Daguerréotypes/დაგერის ქუჩის ტიპები – საფრანგეთი, 1976 წელი

2. Documenteur/დოკუმენტალისტი – საფრანგეთი/აშშ, 1981 წელი

3. Happiness/ბედნიერება – საფრანგეთი, 1965 წელი

4. One Sings, the Other Doesn't/ვიღაც მღერის, სხვა კი არა – საფრანგეთი, 1977 წელი

5. The Beaches of Agnès/ანიესის სანაპიროები – Agnès Varda, საფრანგეთი, 2008 წელი

6. Ulysse/ულისე – საფრანგეთი, 1982 წელი

7. Vagabond/მაწანწალა – საფრანგეთი, 1985 წელი

8. Women Reply/პასუხობენ ქალები – საფრანგეთი, 1975 წელი

იმავე სექციაში მოხვდა ქართველი ქალი რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის, 1978 წლის ნამუშევარი რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე.

ანიეს ვარდა ფრანგი რეჟისორი, სცენარისტი და ფოტოგრაფია. მუშაობდა დოკუმენტური რეალიზმისა და ექსპერიმენტული კინოს სტილში. არის ფრანგული ახალი ტალღის ერთ ერთი ყველაზე საინტერესო წარმომადგენელი. სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს ბერლინისა და ვენეციის კინოფესტივალების ჯილდოები. 2015 წელს გადაეცა კანის კინოფესტივალის სპეციალური ჯილდო. 2017 წელს გახდა ოსკარის მფლობელი კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის განრიგს გაეცანით ამ ბმულზე.

კომენტარები