ევროკავშირი

საქართველოს თავდაცვის ძალები ევროკავშირისგან 12.7 მილიონი ევროს დახმარებას მიიღებს

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და მალის თავდაცვის ძალები ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) დახმარებას მიიღებენ. 

საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების მოცულობა 12.75 მილიონ ევროს შეადგენს და ის 36 თვეზე იქნება განაწილებული. გამოყოფილი თანხა არალეტალური სახის სამედიცინო და საინჟინრო აღჭურვილობას მოხმარდება. 

საბჭოს ინფორმაციით, ევროკავშირის დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდას და მშვიდობის მხარდაჭერას.

აღსანიშნავია, რომ დახმარება არ გულისხმობს ლეტალური ძალის სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღის მიწოდებას. 

ფონდის მიზანი საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის გაძლიერებაა. EPF-დან უკრაინისთვის 31 მილიონი ევროს ღირებულების დახმარებაა გამოყოფილი, მოლდოვისთვის კი – 7 მილიონის.  
 

კომენტარები