გავრილოვის ღამე

მაკო გომურმა შსს-ს სასამართლოში უჩივლა

მაკო გომურმა, რომელმაც გავრილოვის ღამეს აქციის ძალადობრივი დაშლის შედეგად თვალი დაკარგა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოში უჩივლა. გომურის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

ადვოკატის, ილონა დიასამიძის თქმით, მაკო გომური მორალური ზიანის ანაზღაურებასა და ჯანმრთელობის დაზიანების გამო სარჩოს დაკისრებას ითხოვს. მისივე თქმით, მათი მოთხოვნები და ის, რომ დაზარელებულმა თვალი 20-21 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის შედეგად დაკარგა, ექსპერტიზის დასკვნებით არის გამყარებული და დამტკიცებული.

2019 წლის 20 ივნისის მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო აქციის, გავრილოვის ღამის, დარბევის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს გიორგი გახარია იკავებდა. სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეები რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაარბია, რა დროსაც 240 ადამიანი დაშავდა – 80 პოლიციელი, 38 ჟურნალისტი და 122 მშვიდობიანი მომიტინგე. 3-მა ადამიანმა სპეცრაზმელის ნასროლი რეზინის ტყვიით ცალი თვალი დაკარგა – მათ შორის 18 წლის მაკო გომურმაც.

კომენტარები