კორონავირუსი საქართველოში

ღიბრაძე უვადო მწვანე სტატუსზე: ცხადია, შემდგომში იქნება განხილვის და გადახედვის საგანი

ვინაიდან ჩვენ ეს კოვიდ პასპორტი შემოვიღეთ ალტერნატივად, რომ სხვა, უფრო მძიმე შეზღუდვები არ ყოფილიყო, ამიტომ საწყის ეტაპზე გათვალისწინებულია ის რეგულაციები, რომელიც არის მიღებული. მათ შორის კოვიდ გადატანილთათვის ე.წ. ჩამკეტის მოხსნა ამ ეტაპზე.

ცხადია, აქ არის აზრთა სხვადასხვაობა და ეს აზრთა სხვადასხვაობა იყო განხილული საბჭოზე, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ვადა არ დავუწესოთ კოვიდგადატანილებს, ცხადია, ეს შემდგომში იქნება განხილვის და გადახედვის საგანი, თუმცა, როგორ იქნება საბოლოო ჯამში... როდის და როგორ, ამაზე მე ჯერ ვერ ვისაუბრებ

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე რუსთავი ორთან.

კომენტარები