მიხეილ ჩხენკელი

ჩხენკელი: BBC-მ ტელესკოლა იანვრიდან დაიწყო, ჩვენ 10 თვით ადრე

მაუწყებლობას განაგრძობს სამინისტროსა და პირველი არხის თანამშრომლობით შექმნილი უნიკალური პროექტი ტელესკოლა. როგორც მოგეხსენებათ, გაკვეთილების ბადე მოიცავს ყველა კლასს და საგანს. ტარდება აბიტურიენტების საათი. გაკვეთილები ადაპტირებულია ჟესტურ ენაზე. საგნები ისწავლება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც. ტელესკოლას ახლახან დაემატა გადაცემა სამასწავლებლო, რომელიც სასკოლო საზოგადოებისთვის განათლების თანამედროვე გამოწვევების და ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე სიახლეების უკეთ გაცნობას ისახავს მიზნად.  აქვე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმას, რომ BBC-მ მოსწავლეებს ტელესკოლა 2021 წლის იანვრიდან შესთავაზა, მაშინ, როცა ის საქართველოს განათლების სისტემაში 10 თვით ადრე დავნერგეთ.

განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი პარლამენტში მინისტრის საათის დროს სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები