ლარის კურსი

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 1 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 1 თეთრით გაუფასურდა და ხვალინდელი კურსით, ერთი დოლარი 3.1279 ლარი ეღირება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.1179 ლარი იყო. 

ევროსთან მიმართებით კი ლარი 0.37 თეთრით გამყარდა და გაცვლითმა კურსმა 3.5414 ლარი შეადგინა, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5451 ლარი იყო.

ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან, რომლის კურსიც 0.2367 ლარს შეადგენს და გამყარდა ფუნტთანაც, რომელიც 4.1623 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 2 დეკემბრიდან შევა.

29 ნოემბერს ლარი დოლართან 1 თეთრით გამყარდა და გაცვლითმა კურსმა 3.0867 ლარი შედაგინა, რაც მიმდინარე წლის ივლისის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი იყო, თუმცა მას შემდეგ ლარი დოლართან 4.12 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი 6.39 თეთრით.

კომენტარები