ბელარუსი

თუ NATO ატომურ იარაღს პოლონეთში განათავსებს, ლუკაშენკო ბირთვულ იარაღს პუტინს სთხოვს

ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, თუ NATO ბირთვულ იარაღს აღმოსავლეთ ევროპაში განალაგებს, მაშინ ის რუსეთის ფედერაციას ბელარუსში ატომური იარაღის განთავსებას სთხოვს. ამის შესახებ მან Россия сегодня-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 

"მაშინ, მე პუტინს შევთავაზებ დააბრუნოს ბირთვული იარაღი ბელარუსში. მოვილაპარაკებთ რომელი [ბირთვული იარაღი] იქნება. ისეთი ბირთვული იარაღი, რომელიც ასეთ კონტაქტში ყველაზე ეფექტური იქნება", – თქვა ლუკაშენკომ.

აქამდე, გასულ თვეში NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ის ელის გერმანიის ჩრდიოლატლანტიკური ალიანსის ბირთვული გაზიარების პროგრამაში დარჩენას. ამაში იგულისხმება, რომ გერმანია თანახმა იქნება საკუთარ ქვეყანაში მყოფი აშშ-ს ატომური ბომბების დატოვებაზე. მან დაამატა, რომ თუ გერმანია უარს იტყვის ბირთვული იარაღის შენახვაზე, მაშინ შესაძლებელი იქნება მისი NATO-ს სხვა ქვეყნებში განთავსება, მათ შორის აღმოსავლეთით. 

"გერმანიის გადასაწყვეტია იქნება თუ არა ბირთვული იარაღი მათ ქვეყანაში. მაგრამ ალტერნატივაა ბირთვული იარაღის ევროპის სხვა ქვეყნებში შენახვა, გერმანიის აღმოსავლეთის ჩათვლით", – თქვა სტოლტენბერგმა გასულ თვეში. 

ლუკაშენკოს შეფასებით, სტოლტენბერგმა "გერმანიის აღმოსავლეთში" პოლონეთი იგულისხმა. მისი მუქარით, თუ ატომური იარაღი პოლონეთში განთავსდება, მაშინ თავად რუსეთს სთხოვს ბირთვულ იარაღს. 

კომენტარები