თურქეთის ისტორიაში პირველად ქარის სადგურები ელექტროენერგიის გამომუშავების უდიდესი წყარო გახდა და მისმა წილმა მთლიან გამომუშავებაში 22.6% შეადგინა.
ქარის სადგურებმა სრულად გამომუშავებული 791 794 მგვტ.სთ-დან 178 964 მგვტ.სთ გამოიმუშავეს, საერთო დადგმულმა სიმძლავრემ კი 10 585 მგვტ შეადგინა, რაც განახლებად ენერგიებში ჰიდროენერგიის შემდეგ უდიდესია.
ბუნებრივი აირზე მომუშავე სადგურების წილმა ელექტროენერგიის გამომუშავებაში 22% შეადგინა, ხოლო მესამე ადგილზე 17.8%-იანი წილით იმპორტირებულ ქვანახშირზე მომუშავე სადგურები იყო.
მიუხედავად გამომუშავების ზრდისა, დადგმული სიმძლავრით ქარის სადგურები კვლავ ჩამორჩება ჰიდროსადგურებს.
ინვესტიციების მხრივ, თურქეთი იმ 5 ევროპყლ ქვეყანას შორისაა, რომლებმაც ქარის ენერგიის განვითარებაზე ყველაზე მეტი დახარჯეს, მათ შორის, 1 მილიარდზე მეტი 2020 წელს.
ენერგოსექტორის დივერსიფიცირების შედეგად, თურქეთმა შეძლო საკუთარი ექსპორტი გაეფართოვებინა მსოფლიოს 6 კონტინენტზე, 45 ქვეყანაში.