განახლებადი ენერგიები

ჩრდილოეთ მაკედონიაში 415 მგვტ-იან ქარის ელექტროსადგურს ააშენებენ

Patrick Pleul/DPA, via Associated Press

ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობამ გერმანულ კომპანია WPD-ის ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით 415 მეგავატიანი ქარის ფერმის გასაშენებლად მწვანე შუქი აუნთო და როგორც პერმიერმინისტრი ზორან ზაევი ამბობს, პროექტის ღირებულება 500 მლნ ევროა, რაც ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ამ კუთხით, ყველაზე დიდი ინვესტიცია იქნება

გასულ თვეში ჩრდილოეთ მაკედონიაში 2 პროექტს მიანიჭეს სტრატეგიული ინვესტიციის სტატუსი, ერთი აღნიშნული ქარის ფერმაა, მეორე კი 80 მეგევატიანი მზის ელექტროსადგური, რომელსაც Energy Financing Team (EFT) განახორციელებს.

ქარის ელექტროსადგური 69 ტურბინისგან შედგება და ზაევის თანახმად, 290 000 სახლის დასაკმაყოფილებლად საკმარის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. 

პრემიერმინისტრის თქმით, ჩრდილოეთ მაკედონიაში არსებული ქარის ელექტროსადგურების და მომავალი პროექტების საერთო სიმძლავრე 600 მეგავატს გადააჭარბებს, ხოლო მზის ელექტროსადგურების - 1.5 გიგავატამდე იქნება.

ცნობისთვის, ჩრდილოეთ მაკედონიის უდიდესი ელექტროსადგური ქვანახშირზე მომუშავეა და მისი სიმძლავრე 700 მეგავატია, ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის სიმძლავრე კი - 165.6 მეგევატი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პროექტს გერმანული კომპანია განხორციელებს და ამ პროცესში სახელმწიფო არ ჩაერევა.

კომენტარები