მიხეილ სააკაშვილი

გვარამია: პროკურორმა გვითხრა, გამოსაკვლევი ხართო, ვუპასუხე, რომ გამოკვლევებულები არიან

საქართველოს პროკურატურავ, მოგიყვებით ცნობილ ისტორიას ქალბატონ ელენე თევდორაძეზე. ბევრჯერ მომიყოლია საჯაროდ და თქვენთვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ერთხელ ბიუროს სხდომაზე, ქალბატონო ელენეს ზურაბ ჟვანიამ უთხრა, ქალბატონო ელენე, თქვენ მგონი გამოსაკვლევი ვართო. ამაზე ქალბატონმა ელენემ უპასუხა, ბატონო ზურაბ, ჩვენ კველანი ისედაც გამოკვლევებულები ვართ.

გუშინ, პროცესზე, პროკურორმა გვითხრა გამოსაკვლევი ხართო, რაზეც ვუპასუხე რომ თვითონ ხომ არიან სამაგიეროდ ყველანი გამოკვლევებულები. კადრებში ნათლად ისმის, რას მპასუხობს ამაზე პროკურორი - რას ნიშნავს, ეს რა შეფასებააო, თუ ეს რა სიტყვააო - ანუ გაიგონა რაც ვითხარი, არ გამორჩენია. ისიც ნათლად ჩანს, რომ ჩვენს შორის დიალოგი მიმდინარეობს. ანუ, ან უეცარი სიყრუე დაემართა სამივე პროკურორს, ან უეცრად ისე შეეშინდათ ჩემი, რომ პასუხი ვერ გამცეს, ან თქვენს მიერ წარმოდგენილი სიტყვა გამო@@@ებულის შინაარსი აქამდე არ იცოდნენ და მხოლოდ სამსახურში მისულებს აუხსნეს. თუ თქვენს მიერ წარმოდგენილი სკაბრეზული სიტყვა ვიხმარე, პროტესტი როგორ არ გაუჩნდა რომელიმ პროკურორს მაინც? იქვე იჯდა სამი მოსამართლე და კიდევ ორი პორკურორი. თქვენ ყველანია ან ყრუებად გამოაცხადეთ, ან ჩემს მიერ უკიდურესად შეშინებულებად...

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია საქართველოს პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ეხმაურება. პროკურატურის ცნობით, გვარამიამ პროკურორს შეურაცხყოფა მიაყენა. 

კომენტარები