მოსამართლეების დანიშვნა

მდინარაძე: როგორ ხდება, რომ ვინც დღეს აკრიტიკებს სასამართლოს, ადრე ხმას არავინ იღებდა

როგორ ხდება, რომ ხმას არ იღებდა არავინ, ვინც დღეს აკრიტიკებს სასამართლოში და სასამართლოსთან მიმართებით მიმდინარე პროცესებს, მაშინ, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს პრეზიდენტი წარმოადგენდა ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე. [...] გაწიწმატებულია დღეს და მკაცრი დამრიგებლის პათოსით, ჭკუას გვასწავლის საქართველოს პარლამენტში, მაშინ, როდესაც კანონის მიხედვით არის რამდენიმე ეტაპიანი ფილტრი დაყენებული - მათ ჯერ სასამართლო სისტემა წარმოადგენს, შემდეგ გასაუბრებებია პარლამენტში და ამის შემდეგ ხდება მათი არჩევა. რატომ ხდება, რომ არგუმენტების გარეშე, უბრალოდ ერთი მარტივი ხელმოწერით ხდებოდა წარმოდგენა და მაშინ არავინ ამას არ აკრიტიკებდა და დღეს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ ამ თემას და ჩვენს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

თქვა ქართული ოცნების ფრაქციის თავჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ. 

კომენტარები