პოლიტიკური კრიზისი

სუბარი სააკაშვილზე: ვიხილეთ მატყუარა, ფლიდი ადამიანი, რომელიც თანაგუნდელებს არ ზოგავს

გუშინ ჩვენ ვნახეთ მატყუარა, ფლიდი ადამიანი, რომელიც არ ზოგავს თანაგუნდელებს და თავის დანაშაულს აბრალებს მათ. ეს მისთვის პირველი არაა, მან ადრე თქვა, რომ საერთოდ არ იცნობ ს მეგის ქარდავას მთავარ მწამებელს. თუმცა, ესაა ადამიანი, რომელიც მას ორჯერ ჰყავს დაჯილდოებული. სააკაშვილი მზადაა ყველას ყველაფერი დააბრალოს, ოღონს მას არ შეეხოს რამე პასუხისმგებლობა.

ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლაზე.  29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, რომელსაც თავად ექსპრეზიდენტიც ესწრებოდა. პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან დაძაბულობა იყო. შსს-მ შეკრებილი მოქალაქეებიდან 15 პირი დააკავა

კომენტარები