კორონავირუსი საქართველოში

ეკატერინე ტიკარაძე: მნიშვნელოვანია, რომ სკოლები დარჩეს ღია

2 კვირაში ჯანდაცვის სფეროს ექნება გაცილებით უკეთესი ხედვა იმასთან დაკავშირებით თუ როგორია ვირუსის ზუსტი მიმდინარეობა, თუმცა ის 5 ეფექტური ხელსაწყო, რომელიც დღესდღეობით ჩვენ გაგვაჩნია, კვლავ ძალაში რჩება. ესაა ვაქცინაცია, ბუსტერი, პირბადე, სოციალური დისტანცია. მნიშვნელოვანია, რომ სკოლები დარჩეს ღია და ბავშვებს განათლების მიღების საშუალება მიეცეს.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე. ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება, გასულ დღე-ღამეში COVID 19-ის დიაგნოზით 80 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების  5 050 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.38%-ია.

კომენტარები