კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 80 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 050 ახალი შემთხვევა

Covid 19-ით კიდევ 80 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 53 854 ტესტი და დადასტურდა 5 050 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 214 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.38%, ბოლო 14 დღის - 8.96%, ხოლო ბოლო 7 დღის - 8.95%.

ინფიცირების 5 050 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 821 გამოვლინდა, აჭარაში - 240, იმერეთში – 865, ქვემო ქართლში – 293, შიდა ქართლში – 482, გურიაში – 160, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 475, კახეთში – 317, მცხეთა-მთიანეთში – 172, სამცხე-ჯავახეთში – 156, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 69.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 45 362, საიდანაც 6 554 ადამიანი კლინიკაში მკურნალობს, 1 135 - Covid სასტუმროში, ხოლო 37 673 - საკუთარ სახლში.

მძიმე პაციენტია 1 674, მათგან 361 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 845 643 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 788 201 პაციენტი და გარდაიცვალა –   12 054.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

კომენტარები