ახალი წელი

კალაძე: ნაძვის ხე და ილუმინაციები 10 დეკემბერს აინთება, ახალი იმედებით შევხვდეთ 2022 წელს

კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები 10 დეკემბერს აინთება. სადღესასწაულო დღეებში მოეწყობა საახალწლო სოფელიც.

"საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. ამის შემდეგ ნაძვის ხე აეწყობა. 10 დეკემბრისთვის მინდა, რომ ნაძვის ხე და ზოგადად, ქალაქში ილუმინაციები აინთოს. ძალიან ლამაზი იქნება ჩვენი დედაქალაქი, როგორც ყოველთვის. გარდა ამისა,  თბილისის მოსახლეობას და არამარტო, ასევე, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს, ჩამოსულ სტუმრებს სასიამოვნო დღეების გატარებას ვპირდებით. იქნება საახალწლო სოფელი, სადაც არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ ყველა თაობის ადამიანისთვის იქნება დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა  კონცერტებით, გასართობი პროგრამით, საბავშვო ღონისძიებებით. ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ მძიმე, ორწლიანი პერიოდის შემდეგ, რაც პანდემიას ვებრძვით და ეს ბრძოლა ისევ გრძელდება, საზოგადოებას მივცეთ განტვირთვის საშუალება. ახალი წელი არის ახალი იმედების, სურვილების, სიკეთეების მომტანი. ყველაფერი ცუდი, რაც იყო, უნდა გავატანოთ წარსულს და ახალი იმედებით უნდა შევხვდეთ ახალ 2022 წელს“ - განაცხადა კახა კალაძემ. 

კომენტარები