საქართველოს მეგობრები ამერიკაში, რომელთა რიცხვიც უზარმაზარია საგარეო ურთიერთობათა წრეებში, შეძრწუნებულები არიან იმით, რასაც საქართველოში გასული წლის განმავლობაში ხედავდნენ, მათ შორის - სხვა საკითხებთან ერთად ეს ეხება სააკაშვილის დაკავებასაც. საქართველო შორდება თავის მეგობრებს, ვის აწყობს ეს? ალბათ, პუტინს, იმიტომ რომ ამას საქართველოს იზოლაციამდე მივყავართ. ევროპელები, რომლებსაც ყოველთვის შერეული დამოკიდებულება ჰქონდათ საქართველოსადმი, ახლა ამბობენ, ჩვენ რატომ უნდა გვადარდებდეს ეს? საქართველოს სჭირდება, რომ მოიკრიბოს პოლიტიკური კაპიტალი და ეს შეუძლია იმით, რომ დაუბრუნდეს რეფორმების გზას. არ მაინტერესებს ვინ გააკეთებს ამას - ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თუ ვინმე სხვა.ვფიქრობ, რომ საქართველოს სჭირდება იმის ჩვენება, რომ მას აქვს მომავალი და ის არაა გახვეული პოსტ საბჭოთა ავტოკრატიაში, საითაც, ბევრის აზრით, ქვეყანა მიექანება.
პოლიტიკური კრიზისი
დენიელ ფრიდი: საქართველოს სჭირდება აჩვენოს, რომ არაა გახვეული პოსტ საბჭოთა ავტოკრატიაში
tbl.ge/5s7b
დაკოპირდა
ამბობს ამერიკელი დიპლომატი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დენიელ ფრიდი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.
ამავე თემაზე
- პარლამენტის პიკეტირების საქმეზე სტრასბურგმა 1 აქტივისტზე დარღვევა დაადგინა, 2-ზე, არა
- ბოკერია: მკაფიო გზავნილის ნაცვლად, საპარლამენტო ოპოზიცია გაუგებარ შეთავაზებებს აგრძელებს
- ჩერგოლეიშვილი: არ შეცვლის დასავლეთი ივანიშვილს, ის უნდა შევცვალოთ ჩვენ – ქართველებმა
- ნინო დოლიძე: საქართველოს მოსახლეობა ეძებს ლიდერს, ვისაც გაჰყვებოდა
- ჯაფარიძე: ცვლილების ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნები და რეფორმებია, სხვა ყველაფერი ნ*რევაა