საპარტნიორო ფონდი

თურნავა: საპარტნიორო ფონდს საქართველოს განვითარების ფონდი დაერქმევა

დღესდღეობით უკვე ჩამოყალიბებულია კანონპროექტი, რომელიც სულ მალე წარედგინება მთავრობას და შემდეგ პარლამენტს დასამტკიცებლად. კანონპროექტის მიხედვით, მოხდება საპარტნიორო ფონდის რებრენდინგი და დაერქმევა საქართველოს განვითარების ფონდი. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ არ ასახავს მთლიანად იმ სიახლეს, რასაც ვგეგმავთ მთლიანად საპარტნიორო ფონდთან მიმართებით.

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ როგორც ინსტრუმენტი, საპარტნიორო ფონდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ თვალსაზრისით, რომ ბიზნესს საქართველოში სხვადასხვა, დივერსიფიცირებული მექანიზმები ჭირდება და მათ შორის, კაპიტალი, რომლის წყაროსაც წარმოადგენდა დღემდე საპარტნიორო ფონდი, თუმცა უფრო თანამედროვე სტრუქტურა უნდა იყოს შექმნილი. საკმაოდ მასშტაბური სახელმწიფო საწარმოების რეფორმა მიმდინარეობს საქართველოში და ეს პირველ რიგში, შეეხება საპარტნიორო ფონდს.

საუბარი არის იმაზე, რომ შეიცვლება მენეჯმენტ სტრუქტურები, პირველ რიგში, იარსებებს დამოუკიდებელი, პროფესიული ნიშნით შერჩეული სამეთვალყურეო საბჭო, რომელშიც დღემდე მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ, რაც არის ანაქრონიზმი, მთავრობის წევრების ნაცვლად იქნება დამოუკიდებელი ბორდი და საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს გარკვეულ პერიოდში დაევალება, რომ საპარტნიორო ფონდის ფინანსების გარკვეული აუდიტი და რესტრუქტურიზაციის გეგმა მომზადდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ, საბოლოო ჯამში, საპარტნიორო ფონდი უნდა იყოს უფრო ძლიერი ფინანსურად, უფრო თვითკმარი და მდგრადი. მოხდება ამ სტრუქტურის სრული განახლება და რეფორმირება.

თქვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

კომენტარები