მიხეილ სააკაშვილი

გოცირიძე: მანქანა ანტივაქსერი პერსონალის დისტანციურად ამცრელი ლაზერული აპარატი აღმოჩნდება

გორის სამხედრო ჰოსპიტალში განთავსებული მანქანა, სინამდვილეში ანტივაქსერი სამედიცინო პერსონალის დისტანციურად ამცრელი ლაზერული აპარატი აღმოჩნდება.

წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე Facebook-ზე. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი ჩალაძის თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფანჯრებთან დგას მანქანა, რომელიც ელექტრომაგნიტურ ტალღებს ასხივებს. ჩალაძის თქმით, ეს გამოსხივება იწვევს ფსიქიკურ აშლილობას, ჯანმრთელობის პრობლემებსა და სიკვილსაც კი.

კომენტარები