ბროდვეის თეატრი

ცნობილი ამერიკელი კომპოზიტორი და დრამატურგი, სტივენ სონდჰეიმი გარდაიცვალა

ამერიკელი კომპოზიტორი, დრამატურგი და პოეტი, სტივენ სონდჰეიმი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუსიკოსის წარმომადგენლის თქმით, სონდჰეიმმა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები კონექტიკუტის შტატის ქალაქ როქსბერიში, საკუთარ სახლში ოჯახთან ერთად გაატარა.

სონდჰეიმი ამერიკული მიუზიკლის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული ფიგურა იყო. ბროდვეის არაერთი მიუზიკლის ავტორმა შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში პრესტიჟული თეატრალური დაჯილდოების Tony Awards-ის 9 და გრემის 8 ნომინაციის გახდა. გარდა ამისა, სონჰეიმმა სხვადასხვა დროს ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოს (ოსკარის) და პულიცერის პრემიის მიღებაც შეძლო.

კომპოზიტორის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია ბროდვეის სპექტაკლები და შემდგომში ფილმები სუინი ტოდი და ვესტსაიდური ისტორია.

  

კომენტარები