საქართველოში COVID-19-ით კიდევ 61 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 53 440 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 4 058 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 157 პაციენტი.
დღიური დადებითობის მაჩვენებელი 7.59%-ია, ბოლო 7 დღის - 9.03%, ბოლო 14 დღის კი 9.01%.
4 058 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 550 დადასტურდა, აჭარაში - 164, იმერეთში - 766, ქვემო ქართლში - 225, შიდა ქართლში - 354, გურიაში - 137, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 333, კახეთში - 257, მცხეთა-მთიანეთში - 105, სამცხე-ჯავახეთში - 139, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 28.
27 ნოემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 835 306 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 774 458 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 871 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის 48 951 აქტიური შემთხვევაა.
1 654 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 651 მკურნალობს, აჭარაში - 126, იმერეთში - 505. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 371 ადამიანია, მათგან თბილისში - 206, აჭარაში - 40, იმერეთში - 39.
ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



