პოლიტიკური კრიზისი

"ნამდვილი ჟ'ანი დ'არკი ხარ" – მიხეილ სააკაშვილი ანა წითლიძეს

"ნამდვილი ჟ'ანი დ'არკი ხარ". – ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ანა წითლიძეს წერილი გამოუგზავნა. ზუგდიდში საკრებულოსთან დაპირისპირებისას, ანა წითლიძის ცნობით, პოლიციამ თითი მოტეხა, მას ორი თვით ფიქსატორი და ოპერაცია დასჭირდება.

"აი, თითს რომ თაბაშირში გისვამენ, გეუბნებიან მოტეხვასთან ერთად მყესი გაქვს გაწყვეტილი და ოპერაცია დაგჭირდებაო. ამ დროს ამას რომ ჩაგიგდებენ, მანდ გავიწყდება თითიც, ტკივილიც, და საერთოდ რა მოტეხილი თითი და გადაწყვეტილი მყესი ხალხო, სიცოცხლის დათმობაც რომ დაგვჭირდეს ამ ბრძოლისთვის, მიშას და საქართველოს თავისუფლებისთვის ყველა თავგანწირვა ღირს კარგად ვარ ხალხო და ბრძოლა გრძელდება კიდევ უფრო დიდი შემართებით. თან ეს რომ არ ეზარება წეროს ან ამის თავი აქვს როდესაც თვითონ მაგ დღეშია. მერამდენე წერილია არ მახსოვს მაგრამ დღეს განსაკუთრებულად ამიჩუყდა გული)". – წერს ანა წითლიძე საკუთარ Facebook გვერდზე და მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოგზავნილ წერილს ურთავს თან.

ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში, ოპოზიციის პროტესტის ფონზე, წინა მოწვევის დეპუტატებმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტები დაამტკიცეს. 26 ნოემბრის დილიდან ორივე ქალაქში საკრებულოების სხდომები ოპოზიციური პარტიების პროტესტისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. პოლიციამ ზუგდიდში 2, ხოლო ბათუმში 4 პირი დააკავა. დეპუტატ ანი წითლიძის ცნობით, დაპირისპირებისას მას სამართალდამცველებმა თითი მოსტეხეს.

კომენტარები