პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია ბათუმზე: გვაჩვენებენ ძალას, რომ დემოკრატიის მინიმალურ სტანდარტს უგულვებელყოფენ

ის, რაც ბათუმის საკრებულოში ხდება, მაგალითია იმის, თუ როგორ ეპყრობა ივანიშვილის რეჟიმი საკუთარ საზოგადოებას, მოქალაქეებს, არა ოპოზიციას. მიუხედავად ყველა არალეგიტიმური მეთოდისა, რომელიც ამ არჩევნებზე გამოიყენეს, სადაც კონტროლს ვერ მიაღწიეს, იქ, პრაქტიკულად, აუქმებენ თვითმმართველობას და არჩევნების შედეგებს. არჩევნების შედეგი არალეგიტიმური იყო იმ მეთოდების გამო, რაც გამოიყენა რეჟიმმა ჯამში, ანუ, ჯამში, საქართველოში წააგო და გაიფორმა "გამარჯვება" და ძალაუფლების შენარჩუნება, მაგრამ, სადაც მოხერხდა მოქალაქეების მობილიზების შედეგად კონტროლის ჩამორთმევა ივანიშვილის რეჟიმისთვის, ბათუმია ამის მაგალითი, იქ გვაჩვენებენ ძალას იმით, რომ დემოკრატიის მინიმალურ სტანდარტს უგულვებელყოფენ.

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ბათუმზე, სადაც წინა მოწვევის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. საკრებულოს სხდომა 26 ნოემბრის დილიდან ოპოზიციური პარტიების პროტესტისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

კომენტარები