კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 534 შემთხვევა, დღიური დადებითობა 8.76%-ია

Covid 19-ით კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 51 756 ტესტი და დადასტურდა 4 534 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 742 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.76%, ბოლო 14 დღის - 9.06%, ხოლო ბოლო 7 დღის - 9.13%.

ინფიცირების 4 534 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 811 გამოვლინდა, აჭარაში - 176, იმერეთში – 839, ქვემო ქართლში – 265, შიდა ქართლში – 370, გურიაში – 143, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 356, კახეთში – 267, მცხეთა-მთიანეთში – 138, სამცხე-ჯავახეთში – 133, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 36.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 46 923, საიდანაც 6 574 ადამიანი კლინიკაში მკურნალობს, 1 166 - Covid სასტუმროში, ხოლო 39 371 - საკუთარ სახლში.

მძიმე პაციენტია 1 660, მათგან 379 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 831 248 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 772 301 პაციენტი და გარდაიცვალა –   11 810.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

კომენტარები