კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: ანტივაქსერების ჯგუფი დიდი არ არის, უნდა ვიმუშაოთ იმათთან, ვინც ვერ ჩამოყალიბდა

ვაქცინაციის კამპანიას დაეხმარება თანმიმდევრული, პოზიტიური მესიჯები, რაც გააძლიერებს ვაქცინაციის მიმართ დადებით განწყობას და არ შექმნის მეტ ეჭვს, რაც ბევრ შემთხვევაში, ნამდვილად არის. მექანიზმი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, რა თქმა უნდა, არის ისევ და ისევ ბაზისური და ყველაზე სტანდარტული მიდგომები ინფორმირების სახით, გარდა ამისა, ფინანსური სტიმული, რომელიც აშკარად მუშაობს.

დღეს რეალურად, ყველა მხრიდან საჭიროა თანმიმდევრული და პოზიტიური კამპანია, რათა ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდეს წარმატებით. საბედნიეროდ, ანტივაქსერების ჯგუფი არ არის დიდი ჯგუფი. ამაზე ჩვენი გამოცდილებაც მიუთითებს. ჯგუფი, რომელიც არც ერთ შემთხვევაში ვაქცინაციის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, არ არის დიდი, ესეც არის გარკვეულწილად საიმედო მაჩვენებელი. ჩვენ დღეს მუშაობა გვჭირდება იმ ჯგუფთან, რომელიც ჯერ ვერ ჩამოყალიბდა და გარკვეული სიკეთე უნდა დაინახოს. ვაქცინაციას წაახალისებს დადებითი კამპანია, რომელიც მიუთითებს ვაქცინაციის სარგებელზე.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. 

კომენტარები