კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში ვაქცინირებულ მოქალაქეებს სახმელეთო საზღვარზე PCR ტესტს აღარ მოსთხოვენ

Shutterstock

საქართველოში ვაქცინირებული საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით შემოსვლისას PCR ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებული და ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით შემოდიან, PCR ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან”,-აღნიშნა ღიბრაძემ.

აქამდე, ვაქცინირებულ მოქალაქეებს სახმელეთო საზღვარზე PCR ტესტის პასუხსაც სთხოვდნენ, არავაქცინირებულებმა კი, დამატებით, მესამე დღეს უნდა გაიკეთონ PCR ტესტი.

კომენტარები