ლელო

ბუაძე: ომბუდსმენზე თავდასხმები გასაკვირი არაა, ხელისუფლება მიდის თვითიზოლაციისკენ

ამ ხელისუფლებისთვის მტერია ყველა, ვინც მათგან განსხვავებულ მოსაზრებას დააფიქსირებს, ვინც არის კრიტიკული და ვისაც ქართული ოცნების ინტერესებზე მეტად ადარდებს ამ ქვეყნის ინტერესები. ესენი, რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ევროპარლამენტარები, აშშ-ს წარმომადგენლები არიან. ქართული ოცნების მხრიდან ეს თავდასხმები სახალხო დამცველზე, რომელსაც ენდობა როგორც ადგილობრივი საზოგადოება, ისე მთელი საერთაშორისო სპექტრი, გასაკვირი არ არის იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება მიდის საერთაშორისო თვითიზოლაციისკენ. 

ასე აფასებს ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ხელისუფლების წევრების მხრიდან სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე გახშირებულ თავდასხმებს, რომელსაც დასავლელმა პარტნიორებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 23 ნოემბერს თქვა, რომ მისთვის უინტერესოა, რას იტყვიან "მიკერძოებული ევროპარლამენტარები, თუ კონგრესმენები". 

კომენტარები