ენერგეტიკა

ღარიბაშვილი ჰესებზე: არ მოვერიდებოდი სახელმწიფოს ჩარევას ინვესტიციებით

"ჩვენი ეკონომიკის განვითარების მთავარი მამოძრავებელი, ტურიზმის გარდა, შეიძლება გახდეს ენერგეტიკა და ასევე ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდი სტრატეგიული ჰიდროენერგეტიკული პროექტები სახელმწიფოს თანადაფინანსებითაც უნდა განხორციელდეს.

"ზოგადად, ჰესების მიმართ პოლიტიკა უნდა იყოს შემდეგი - რაც ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას სჭირდება - ასე უნდა მივუდგეთ. თუ ამა თუ იმ პროექტს დიდი სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, იმ რეგიონისთვის, იმ მოსაარხლეობისთვის, რომელიც ცხოვრობს იმ რეგიონში, უნდა გავაკეთოთ. მათ შორის,  ღიად ვთქვი და დავაფიქსირე ჩემი მოსაზრება, რომ, რა თქმა უნდა, მე მაგალითად, არ მოვერიდებოდი სახელმწიფო ინვესტიციებს, სახელმწიფოს ჩარევას პირდაპირი ინვესტიციებით, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს დიდი სტრატეგიული ობიექტები, როგორიც არის ენგური. დღეს თუ ვინმეს წარმოუდგენია, ენგური რომ არ არსებობდეს ჩვენს რეალობაში, რა პირობებში ვიქნებოდით. 

მეც, როგორც რიგით მოქალაქეს, იგივე განცდა მქონდა, შეიძლება ეს ემოციაა უფრო მეტად და გაუცნობიერებელია, მაგრამ რატომაც არა, სახელმწიფოს შეუძლია, რომ მონაწილეობა მიიღოს, ამის გამოცდილება არსებობს", - თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარები