4 წლის განმავლობაში არაერთგზის გავმხდარვარ თავდასხმის ობიექტი, მათ შორის, უპრეცედენტო თავდასხმებიც მახსოვს, მათ შორის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის მხრიდან, მაგრამ ეს თავდასხმა იყო კიდევ უფრო მეტად საშიში. აქ კრიტიკა ან საქმიანობის ხელშეშლა კი არ იყო, აქ უკვე იყო უშუალოდ მუქარა. მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერები პირდაპირ დაემუქრნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით სახალხო დამცველს და სახალხო დამცველის ექსპერტებს, ექიმებს მათი პროფესიული მოვალეობის პირნათლად შესრულების გამო. ეს უკვე ნამდვილად სხვა რეალობა იყო. თავიდან ამ ყველაფერს ცოტა არ შევხედე სერიოზულად, იმიტომ, რომ არ მიმაჩნია ეს ადამიანები სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურებად. პირველ რიგში, მმართველი პარტიის თავმჯდომარე [ირაკლი კობახიძე] არ მიმაჩნია საერთოდ სერიოზულ ფიგურად, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია თუ აღიარება არ აქვს არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და არცერთ ქვეყანასთან დასავლეთში. ეს დანამდვილებით ვიცი.
tbl.ge/5rz0
დაკოპირდა

თქვა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ TV პირველის ეთერში. მას შემდეგ, რაც ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექსპერტების ჯგუფმა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობაზე დასკვნა გამოაქვეყნა, ქართული ოცნების წევრები ლომჯარიას აკრიტიკებენ და "ნაციონალების დამცველს" უწოდებენ. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი თქვა, რომ "ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა FAKE-ია, შეიძლება, მოჰყვეს პასუხისმგებლობა".
ამავე თემაზე
- ომბუდსმენი: წლიურ ანგარიშში განხილულია კანონში ცვლილებები, რაც ხელს უშლის უფლებების დაცვას
- დათაშვილი მოვინახულეთ, რეაგირებისთვის პროკურატურას და შსს-ს მივმართეთ – სახალხო დამცველი
- გახარია: ჩვენი გუნდის რამდენიმე წევრი დაკავებულია, სახალხო დამცველი არაფერს აკეთებს
- ომბუდსმენი წალკას ეწვია, სადაც ბილინგვური სწავლება და ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა
- ომბუდსმენი: აუცილებელია დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენისგან თავისუფალი საარჩევნო გარემო




