ჯენიფერ ჰადსონი

ჯენიფერ ჰადსონმა ქუჩის მუსიკოსთან ერთად HALLELUJAH იმღერა – [VIDEO]

მსახიობმა და მომღერალმა ჯენიფერ ჰადსონმა ქუჩის მუსიკოსთან ერთად ლეონარდ კოენის Hallelujah შეასრულა. 

ლოს-ანჯელესელმა ქუჩის მუსიკოსმა კემერონ როულენდმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ცნობილ სიმღერას ჰადსონთან ერთად ასრულებს.

"ვერ ვიჯერებ. ქუჩაში ვმღეროდი, როდესაც ჯენიფერ ჰადსონი მოვიდა და ჩემთან ერთად იმღერა. ოცნებები ხდება". – წერს როულენდი.

მოგვიანებით ვიდეო საკუთარ Instagram-ზე ჰადსონმაც გამოაქვეყნა

"სანაპიროზე ვსეირნობდი, როდესაც მშვენიერი მუსიკის ჰანგები მომესმა. ცოტა ხნით გავჩერდი, როდესაც შემსრულებელმა გამოაცხადა, რომ Hallelujah-ს სიმღერას აპირებს, ვერ მოვითმინე და ავყევი. მიყვარს, როდესაც ადამიანები საყვარელ საქმეს აკეთებენ, კემერონი ძალიან ნიჭიერია". – წერს ჰადსონი.

ჯენიფერ ჰადსონი ამერიკელი მომღერალი და მსახიობია. 2004 წელს ჰადსონი American Idol-ის ფინალისტი გახდა. 2006 წელს მთავარი როლი შეასრულა მიუზიკლში Dreamgirls, რომლისთვისაც ოსკარი, ოქროს გლობუსი, BAFTA და მსახიობთა კინოგილდიის ჯილდო მიიღო. 2015 წელს შედგა მისი ბროდვეის დებიუტი დადგმაში Color Purple. მისი ბოლო ფილმია Respect, სურათი ლეგენდარული მომღერლის, არეტა ფრანკლინის ბიოგრაფიას ეფუძნება.

Hallelujah კანადელი შემსრულებლის, ლეონარდ კოენის ცნობილი სიმღერაა, რომლის სამასამდე ქავერ ვერსია არსებობს, სხვადასხვა დროს კომპოზიცია შესრულებული აქვთ ჯეფ ბაკლის, ბობ დილანს, უილი ნელსონს, ბონოს, რუფუს უეინრაითს, ჯონ კეილს, ალექსანდრა ბერკს. 2019 წელს სიმღერა თავად ჰადსონმა დაჯილდოება Global Citizen Awards-ისადმი მიძღვნილ კონცერტზე შეასრულა.

კომენტარები