კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: კორონა ისეთი ვერაგი დაავადებაა, რომელიც მონახავს ყველა აუცრელს

სამწუხაროდ, სანამ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა არ აიცრება, კორონა ისეთი ვერაგი დაავადებაა, რომელიც მონახავს ყველა აუცრელს. ამიტომ, ამის იმედი ნურავის ექნება, მისი გავრცელება უკვე ჩუტყვავილას გაუსწორდა. ამიტომ, მაქსიმალურად მეტი ჩვენი თანამოქალაქე უნდა აიცრას იმისთვის, რომ ყოველდღიურად არ ვკარგავდეთ ამდენ ადამიანს ამ პატარა ქვეყანაში.

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტროის მოადგილემ, პაატა იმნაძემ. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 76 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 3 357 ახალი შემთხვევა.

კომენტარები