მიხეილ სააკაშვილი

ჰარცელი: მივესალმები სააკაშვილის გადაყვანას, ხოშტარიასა და სხვების შიმშილობის შეწყვეტას

მივესალმები გუშინდელ მოქმედებებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით, ქალბატონი ხოშტარიასა და სხვების მიერ შიმშილობის შეწყვეტას. იმედია, ეს შესაძლებლობა გამოყენებული იქნება შემდეგი პროგრესისთვის. ფუნდამენტურ უფლებებს, ობიექტურ სამედიცინო კონსულტაციასა და სათანადო სამართლებრივი პროცესს ისევ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

წერს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი Twitter-ზე. მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მან შიმშილობა შეწყვიტა. სააკაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა პარლამენტში მოშიმშილე 9 დეპუტატმა, იქამდე კი დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები